თბილისში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვანად შემცირდა – რამდენი და რა ღირებულების უძრავი ქონება გაიყიდა 6 თვეში

სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, რამდენიმე კვლევა გამოქვენდა, რომელიც ადასტურებს, რომ დედაქალაქში ბინების გაყიდვები შემცირდა. ამჯერად Colliers Georgia-ს განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც: მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თბილისში 19,477 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა წლის პირველი ნახევრისთვის 5%-ით, $1 318 340 702-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი ბინების გაყიდვები კი წლიურად 3%-ით შემცირდა.

თბილისში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვანად შემცირდა –  რამდენი და რა ღირებულების უძრავი ქონება გაიყიდა 6 თვეში

2024 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6 და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდი ფასს, 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში – 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.