რატომ შემცირდა თბილისში ბინების გაყიდვები, რა მოლოდინებია ივნისის თვეში და რა კვლევას აქვეყნებს “გალტ ენდ თაგარტი”

თბილისში, მაისის თვეში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ინფორმაციას „გალთ ენდ თაგარტი“ ავრცელებს. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

რატომ შემცირდა თბილისში ბინების გაყიდვები, რა მოლოდინებია ივნისის თვეში და რა კვლევას აქვეყნებს “გალტ ენდ თაგარტი”

კვლევის ავტორთა შეფასებით, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. “ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ ჭრილში თანდათანობით აღდგება,“- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.