თბილისი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩისთვის ემზადება-“ბილეთების შავი ბაზარი”, სადაც გადამყიდველები 50 ლარიან ბილეთებს 500 ლარად ყიდიან

გადამყიდველები, რომელთაც ასობით ადამიანის პირადი მონაცემები აქვთ და მათ გამო, უბილეთოდ დარჩენილი ფეხბურთის მოყვარულები. 26 მარტს დინამოზე გასამართი მატჩისთვის, სადაც საქართველო-საბერძნეთის თამაში გაიმართება, ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა.

თბილისი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩისთვის ემზადება-“ბილეთების შავი ბაზარი”, სადაც გადამყიდველები 50 ლარიან ბილეთებს 500 ლარად ყიდიან

ბილეთების ყიდვა, ბევრმა მოქალაქემ ვერ შეძლო რადგან, საიტზე საიდანაც ონლაინ შეძენა ხდებოდა სამასი ათასამდე მოქალაქე ერთდროულად იყო შესული, შესაბამისად ზოგიერთს რიგში ყოფნა მთელი დღე მოუწიათ, თუმცა აქვე საინტერესოა ერთი ფაქტი, ონლაინ შეძენა დასრულებული არ იყო, რომ ბილეთების შავ ბაზარზე მაშინვე გამოჩდნენ გადამყიდველები, რომლებიც 50 ლარიან ერთ ბილეთს 500 ლარად ყიდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ფასს გაზრდიდნენ.

საინტერესოა, მაშინ როცა მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ერთი ბილეთის ყიდვაც კი ვერ შეძლეს როგორ აღმოჩნდა გადამყიდველების ხელში ასობით ბილეთი? აქვე საგულისხმოა, რომ თითოეულის შესაძენად პირადი ნომერი და მონაცემები იყო საჭირო, საიდან აქვთ გადამყიდველებს, ასობით ადამიანის პირადი მონაცემები?

შეგახსენებთ, რომ ბილეთების ღირებულება 10, 30 და 50 ლარი იყო. ხოლო გადამყიდველებთან 10 ლარიანი ბილეთი 150 ლარიდან იწყება. იმედია საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან.