„ბილდერზ დიდი დიღომი“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის მშენებლობისთვისაც 4 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება და 45 კვ.მ-დან საცხოვრებელი და საოფისე ფართები, მწვანე კარკასის კონდიციაში ბარდება მომხმარებელს.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, დიდ დიღომში, სტრაბონის ქ. 40 ნომერში აშენდება. 12 სართულიანი შენობა 144 ბინას მოიცავს. საცხოვრებელ კომპლექსში განთავსდება ღია და დახურული ავტოსადგომი, კომერციული და საოფისე ფართები. „ბილდერზ დიდი დიღომი” უზრუნველყოფილია 1000 კვ. მ. გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეებით.
ახალი პროექტი “ბაზის ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 3 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს.