დიდი დიღმის მოსწავლეები თბილისის მერიას ბიბლიოთეკის ან მედიათეკის აშენებას სთხოვენ
თბილისის 192-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, დედაქალაქის მერიას ბიბლიოთეკის ან მედიათეკის აშენებას სთხოვენ.
ინიციატივით მოსწავლეებმა, უკვე მიმართეს დედაქალაქის მერიას.
“თბილისის მერიაში წარდგენილია განცხადება დიდი დიღმის მე-3 ან მე-4მ/რ-ში ბიბლიოთეკის ან მედიათეკის გახსნის მოთხოვნით.ყველგან მივაწვდით ჩვენს ხმას ,სანამ არ აგვიშენებენ არაფორმალური განათლებისთვის ხელმისაწვდომ სივრცეს.ჩვენ შევქმნით ჩვენი უბნის,ჩვენი ქვეყნის მომავალს.” – ამბობს ჩვენთან საუბრისას 192-ე სკოლის მასწავლებელი და იდეის ინიციატორი ქეთევან მაჩიტიძე.
შეგახსენებთ, რომ დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკროებში მსგავსი სივრცე ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.