Eurowings-ი ბერლინსა და თბილისს შორის ფრენებს იწყებს
გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი ბერლინსა და თბილისს შორის ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე დაწყებულია.
არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია საქართველოსა და გერმანიის დედაქალაქებს შორის კვირაში ერთხელ, ორშაბათობით იფრენს. ყველაზე იაფი ბილეთი, მაგალითად, 18 დეკემბრის რეისზე, 180 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი – 330 ევრო.
ცნობისთვის, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი 1993 წელს დაარსდა, ხოლო ოპერირება 1994 წლიდან დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტშია. Eurowings-ი “Lufthansa Group”-ის შვილობილი ავიაკომპანიაა.