ბათუმში, საზღვაო სეზონზე ბინების ფასმა მოიმატა – Recov.ge-ს უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, ცვლილებაა დედაქალაქში გასაყიდ უძრავ ქონებაზეც

შავი ზღვისპირაქალაქში, ბათუმში, ზღვის სეზონი დაიწყო და უძრავი ქონების ფასმაც მოიმატა. საცხოვრებლებზე ღირებულება გაიზარდა ახალაშენებულ პროექტებზე, ხოლო შემცირდა ძველ ბინებზე. Recov.ge უძრავი ქონების კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით, მაისის თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი საშუალოდ 5%-ით გაიზარდა. კონკრეტულად გასულ წელს კვ.მ-ზე გასაყიდი ფასი, 1 090 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო წელს ღირებულება 1 032 დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში, საზღვაო სეზონზე ბინების ფასმა მოიმატა – Recov.ge-ს უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, ცვლილებაა დედაქალაქში გასაყიდ უძრავ ქონებაზეც

რაც შეეხება ძველ პროექტებს, წინა წელთან შედარებით გაყიდვები, 1%-ით შემცირდა და 724 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო გასულ წელს ძველ პროექტში კვადრატულ მეტრს საშუალოდ 732 დოლარად შეიძენდით.

რაც შეეხება თბილისს, დოკუმენტის თანახმად, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი მაისში წლიურად 4.5%-ით გაიზარდა. 1 კვ.მ ახალი ბინის ფასი 1036 დოლარს შეადგენს,ხოლო გასულ წელს გასაყიდი ფასი 991 დოლარი იყო.

ძველი ბინების შემთხვევაში, გასაყიდი ფასი მაისში წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 996 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს საშუალო ფასი 934 დოლარს შეადგენდა.