ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, შავი ზღვისპირა ქალაქს ყინულის ახალი სასახლე ექნება

ბათუმს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის განხორციელება, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება, შავი ზღვისპირა ქალაქს ყინულის ახალი სასახლე ექნება

ბათუმში, პროექტის თანახმად ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ყინულის სასახლეს დაემატება მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა, 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 1 500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.