ყველაზე ცხელი სეზონი ბათუმში და გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმებული 25 ობიექტი

ყველაზე ცხელი სეზონი დაიწყო და ზღვისპირა ქალაქში, სიმშვიდე სეზონის ბოლომდე აღარ იქნება, ამას ბათუმელები მიჩვეულნი არიან, თუმცა ხშირად სხვადასხვა ობიექტებს ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების გადაჭარბება სოლიდური თანხით ჯარიმდება.

ყველაზე ცხელი სეზონი ბათუმში და გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმებული 25 ობიექტი

ახალ სეზონზე ხმაურის ნორმის გადაჭარბების ფაქტზე, ბათუმში ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე 42 შეტყობინება შევიდა, მათგან 25 სუბიექტი დაჯარიმდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა, გასული წლის ბოლოს გაიზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირი 150, იურიდიული კი 1500 ლაროთ დაჯარიმდება.

განმეორების შემთხვევაში 500 / 5000 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების მესამე და ყველა მომდევნო დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური 1000 ლარით, ხოლო იურიდიული 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

შეგახსენებთ, რომ ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ 598 85 15 20 – აღნიშნულ ნომერზე. აქვე მნიშვნელოვანია, აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.