ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა – როგორ ბინებზეა მოთხოვნა შავიზღვისპირა ქალაქში?
2015 წლიდან 2022 წლამდე საშუალო ზრდამ 26.8% შეადგინა. ხოლო 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ ორ თვესთან შედარებით ზრდა 59%-ია.
„გაყიდვების დაახლეობით 70% ახალი ბულვარის და შიდა ცენტრის რაიონებში ხორციელდება. პირველ ხაზში გაყიდვების დაახლოებით 15% მოდის. გაყიდვების 90% მცირე და საშუალო ზომის ბინებზე მოდის (25-50 კვ.მ. და 50-80 კვ.მ.)“, – წერია Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაში.
უძრავი ქონება თბილისის მსგავსად, ბათუმშიც გაძვირებულია. Galt&Taggart-ის მიხედვით ფასებზე გაძვირებული მშენებლობა და შემცირებული მიწოდება მოქმედებს. კერძოდ, უძრავი ქონების ფასის ინდექსი ლარში 2022 წლის დეკემბრის მონაცემით, 124-მდე გაიზარდა, მაშინ როცა, 2021 წელს 103 იყო.