ბათუმში კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენება დაანოსდა-შავი ზღვისპირა ქალაქის დაუსრულებელი მშენებლობების სერია

პროექტის სამშენებლო ფართობი – 3769 კვ.მეტრი, აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით 2016 წელს გაყიდა.

როგორც ირკვევა აუქციონიდან მალევე მიწის ნაკვეთი რამდენჯერმე გადაყიდეს.

ნაკვეთის თავდაპირველი მყიდველი „ჯეო დეველოპმენტი“ იყო. ამ კომპანიას უკრაინის მოქალაქე ნატალია ტოვაჩი ფლობდა. ქონების შესყიდვიდან ცოტა ხანში მან სიმბოლურ ფასად, 100 ლარად კომპანიის ასივე პროცენტი ირაკლი სირაძეს გადაუფორმა. 2018 წელსვე „ჯეო დეველოპმენტის“ ასივე პროცენტის მფლობელად „ორბი ჯგუფი“ დარეგისტრირდა.

შპს „ბიჩ ბილდინგ ბათუმმა“ მიწის ნაკვეთი 2022 წლის მარტში იყიდა „ორბი ჯგუფისგან“, შემდეგ კი მშენებლობის ნებართვაც მიიღო.

2023 წლის მარტიდან ქონება შპს „პრემიუმ მეტროპოლ ინკ“-ის საკუთრებაა – კომპანიის 75 პროცენტი, მშენებლობის ნებართვის მფლობელს „ბიჩ ბილდინგს“ ეკუთვნის. 25 პროცენტი კი შპს „პრემიუმ ჯგუფს“ საკუთრებაა.