ბათუმის ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სკეიტ და როლერ პარკის მოწყობას გულისხმობს.
სკეიპარკი, ბათუმის ბულვარში 4800 კვ.მ ფართობზე შენდება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონალურ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.