ბათუმში შენობა სადაც ფილმი “მონანიება” გადაიღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ეს სწორედ ის სახლია, რომლის ეზოშიც თენგიზ აბულაძის ცნობილი ქართული ფილმი "მონანიებაა" გადაღებული.

ბათუმში შენობა სადაც ფილმი “მონანიება” გადაიღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შენობას ახლა კერძო მესაკუთრე ჰყავს და სარემონტო სამუშაოებს სწორედ ის ახორციელებს.ადგილზე დასაქმებულების თქმით, შენობის ჭერი და კედლები მყარია.

ბოლო წლებში შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფუნქციონირებდა.

სპეციალისტების შეფასებით: მთავარი ფასადი უხვად არის მორთული რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმის ელემენტებით. კედლის სიბრტყე შელესილია და ზედ თეთრი და ღია მწვანე ჰორიზონტალური ზოლებია დატანილი. ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა, გამორჩეული როგორც მხატვრული ჩანაფიქრით, ისე შესრულების მაღალი ხარისხით.