ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება – რა სიახლეებით ხვდება შავი ზღვისპირა ქალაქი ზაფხულს

აჭარა ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. განხორციელდა ზღვის წყლის მონიტორინგი. წყლის აღებული ნიმუშების კვლევის მიხედვით აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის კვლევებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება – რა სიახლეებით ხვდება შავი ზღვისპირა ქალაქი ზაფხულს

ბათუმში ახალი სეზონის დასაწყისი თარიღის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

“ვემზადებით აქტიურად ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს. მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით. ახალი ინფრასტრუქტურით ხდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს, ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე, მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს”, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დასასრულს უახლოვდება ახალ ბულვარში სკეიტ და როლერ პარკის სამშენებლო სამუშაოები. ასევე ველობილიკის რეაბილიტაციის პროექტი. წელს ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში.