ვინ და რატომ შეამოწმა ბათუმში საცურაო აუზები?
დღეის მდგომარეობით, ბათუმში 20 საცურაო აუზი შემოწმდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციით:
„დღეის მდგომარეობით შემოწმებული იქნა 20 საცურაო აუზი, საიდანაც ერთ შემთხვევაში (მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებში) გამოვლინდა დარღვევა. კერძოდ; აუზის წყალში 100 მლ-ში აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები და თერმოტოლერანტული კოლიფორმები, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43 მუხლის 1 ნაწილით. ამ დროისთვის დაღვევა გამოსწორებულია“, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის „ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარული მონიტორიგის“ ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 26 საცურაო აუზის კვლევა ფიზიკო-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.