ბათუმში საპარკინგე ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტებზე მონიტორინგი ხორციელდება
ბოძკინტებითა და სხვა კონსტრუქციბით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური ჩახერგვა აკრძალულია.
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით ჯარიმდება.
დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული კი 4 000 ლარით ჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ ზღვისპირა ქალაქში კვების ობიექტები ხშირ შემთხვევაში, შენობების წინა მხარეს, რომელიც საპარკინგე ადგილია, თვითნებურად საზღვრავენ. მსგავსი სემთხვევები განსაკუთრებით ბევრია ზაფხულზე. აღმოფხვრის თუ არა პრობლემას ჯარიმები, უცნობია, მაგრამ ფაქტია გავლენას იქონიებს.