ბათუმში ქვეითთა გადასასვლელი გადაკეტეს, როდის დასრულდება სამშენებლო ისტერია ზღვისპირა ქალაქში?

ბათუმში, შავრტავას ქუჩაზე ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება. წლებია ბათუმელები აღნიშნულ ტერიტორიაზე გადასასვლელად უამრავ დაბრკოლებებს გადიან. რომ აღარაფერი ვთქვათ, მიმდინარე ისტერიულ მშენებლობებზე, რაც უკვე წლებია გრძელდება, ამჯერად მთელ ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელი წითელი ლენტით გადაკეტილი დახვდა ადგილობრივებს.

ბათუმში ქვეითთა გადასასვლელი გადაკეტეს, როდის დასრულდება სამშენებლო ისტერია ზღვისპირა ქალაქში?

“ქვეითის გზაც და საპარკინგე ადგილიც ჩაკეტეს.
ანუ , შუა ქუჩაში უნდა გადავადგილდეთ. ალბათ, ესეც გაგრძელდება წლობით, როგორც შარტავას მთელი ქუჩა!”- წერს სოციალურ ქსელში ჯგუფ “ქალაქის პრობლემებში” ანონიმური მონაწილე და ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.

უნდა ითქვას, რომ შარტავას ქუჩა ერთ-ერთია, სადაც სამშენებლო ქაოსი წლებია გრძელდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკოლოგიაზე და სხვა მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებზე, მოსახლეობას გარკვეული დროით ქუჩაზე გადაადგილება არა ტროტუარზე არამედ პირტაპირ სამანქანო გზაზე მოუწევს.