საქართველოს პარლამენტი ბათუმში სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს
საქართველოს პარლამენტი ბათუმში სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. საუბარია 300-მდე შენობაზე, რომელიც 2022 წლის 26 სექტემბრამდე სამშენებლო წესების დარღვევით არის აშენებული.
ამ შენობებში დარღვეულია როგორც განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, ასევე შენობა-ნაგებობის ექსტერიერ-ინტერიერი და მიჯნის ზონები. ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დეპუტატმა რესან კონცელიძემ წარადგინა.
საგულისხმოა, რომ ამ დრომდე არ არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რა მასშტაბის დარღვევებზეა საუბარი, კონკრეტულად რამდენი სართული, რამდენი კვადრატული მეტრი მოემატა ქალაქს უკანონოდ. დარგის ექსპერტები პარლამენტის ახალ გადაწყვეტილებაზე ეჭვობენ, რომ ამან შესაძლოა ქალაქში არსებული სხვა სამშენებლო დარღვევები წაახალისოს.