ბათუმში 5 საერთაშორისო ბრენტის სასტუმრო აშენდება – ზღვისპირა ქალაქში ტურისტების ძირითად მოთხოვნას, სწორედ ცნობილი ბრენდები წარმოადგენს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლშიც საუბარია იმ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებზე, რომლებიც საქართველოში, 2024-2028 წლებში აშენდება, დაგეგმილია 324 ახალი სასტუმროს მშენებლობა. მათგან 5 ბათუმში აშენდება.
2024-2028 წლებში ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოდის: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi; ქობულეთში – ერთი, Hilton Garden Inn. აჭარაში ყველაზე დიდი – 200 ოთახსა და 400 სტუმარზე გათვლილი სწორედ ქობულეთის – Hilton Garden Inn-ია, ყველაზე პატარა – 120-ოთახიანი Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi. ხუთივე სასტუმრო, მთლიანობაში 1512 ახალი განთავსების ადგილს შექმნის რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ უწყების ცნობით დედაქალაქში ყველაზე მეტი 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება.