ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში სასტუმრო “რუმსი” გაიხსნა
განთავსების ახალი ობიექტი, ძღვისპირა ქალაქში კომპანია "აჭარა ჯგუფის" ახალი პროექტია.
120 ნომრიანი სასტუმროს ხედი, ბათუმის პორტზე გადის. შენობის არქიტექტურა, როგორც ხელმძღვანელები ამბობენ, ბათუმურ სტილშია და მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ განთავსების ობიექტი მთლიანად ხის მასალითაა აგებული.
სასტუმროს სტუმრებს ამერიკული სასადილო უმასპინძლებს, რომელიც ქართულ-ამერიკული გასტრონომიის მიქსი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის “რუმსში” დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეა.