ბათუმში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია იწყება – პროექტის ღირებულება ₾3.8 მლნ-ია

ტენდერი ქალაქ ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში მდებარე 5111 კვ.მ-ზე „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განაცხადებების მიღება 18 მაისს დასრულდება. ხოლო პროექტით გათვალისწინებული გეგმა ასეთია:5 111 კვ/მეტრ ფართზე განთავსებული, არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. აიგება ახალი სპორტული კომპლექსი, შეიცვლება და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების ხუთი სათამაშო მოედანი. პროექტის ღირებულება, ღირებულებაც 3 854 018 ლარია.