რამდენად უსაფრთხოა და რეგულირდება თუ არა ზღვაში პარაშუტით ფრენა, რას ყვებიან სპეციალისტები?
ყველაზე ცხელ სეზონზე ზღვაში პარაშუტით ფრენა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია დამსვენებლების მხრიდან, ფრენით გამოწვეული ემოციები მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ არის კი უსაფრთო? და ერთი გასეირნება ხომ არ გახდება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელი?
ჩვენი ბათუმელი მკითხველი, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვიყვება რომ ყოველთვის ფრთხილობს სტუმრებს ურჩიოს მსგავსი გასართობი, რადგან არ არის დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში.
“გვქონდა შემთხვევა, როცა ტურისტი ცუდად გახდა ფრენისას, თუმცა კიდევ კარგი მარტო არ იყო და დაშვება დროულად მოხერხდა, ის მალევე გადავიყვანეთ კლინიკაში, თუმცა ბუნებრივია საფრთხეებს არავინ გვიხსნის და რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას არც არავინ იღებს.”
ურიზმის სფეროს სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ სამაშველო სამსახურია ის რგოლი, რომელიც წესით სერვისის მიმწოდებელ ბიზნესებს უნდა აფრთხილებდეს კლიმატური პირობების ცვლილების, თუ სხვა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
„რეგულირება ხდება ნებართვის აღების მომენტში, ისე არ არის, რომ ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. როცა იღებ ნებართვას, ასეთი ტიპის საქმიანობა აწარმოო, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, მაგრამ რასაკვირველია სასურველი იქნებოდა კომპეტენტური სამსახური, მაგალითად სამაშველო სამსახური ახდენდეს ამის რეგულარულად გადამოწმებას.” – განაცხადა ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა თემურ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში, პარაშუტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი პარაშუტიდან ჩამოვარდა რის შედეგადაც ცოლი გარდაიცვალა.