ბათუმში, ორი ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია იწყება
მასშაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, შავი ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში, ორი ახალი რაგბის სტადიონის აშენებასა და არსებულის რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი, ლეონიძის ქუჩაზე განხორციელდება და მისი განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ₾21 მილიონი ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტის განხორციელება 2024-2026 წლებში არის დაგეგმილი.