ბათუმში ქალაქის ძველი ნაწილის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისტორიულ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებად 200 მილიონი ლარია მითითებული, თუმცა, ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული და საბოლოო ღირებულება პროექტირება-ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს დაზუსტდება.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.