რატომ უჩივიან მოქალაქეები საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანიას Green Time-ს

საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანიას Green Time-ს, რომელიც ბათუმში 29 სართულიან კორპუსს Green Residence-ს აშენებს მოქალაქეები უჩივიან.

რატომ უჩივიან მოქალაქეები საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანიას Green Time-ს

როგორც ირკვევა ბინების მფლობელების უმეტესობას ბინის ღირებულების 80% შეტანილი აქვთ, თუმცა კორპუსის მშენებლობა წელიწად ნახევარია შეჩერებულია.

დაზარალებულების განცხადებით, ბინის მფლობელებს კორპუსის ჩაბარების ვადა 2025 წლამდე გადაუწიეს, თუმცა საქმის კურსში არავინ ჩააყენეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული 29 სართულიანი კორპუსი წინ აუზი, ასევე კორპუსის წინ უნდა ყოფილიყო 6 სართულიანი სავაჭრო ცენტრი, თუმცა ახლა მის ადგილზე 10 სართულიანი სასტუმროა.