გალტ ენდ თაგარტი – ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი გაფართოვდა
გალტ ენდ თაგარტის რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასები.
კვლევის მიხედვით, ფასის ზრდა განპირობებული იყო სეზონურობით და ტურისტების შემოდინებით.
„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.