ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერი ძლიერ ნალექს მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

ბათუმში ბოლო დღეებია გადაუღებლად წვიმს, დაიტბორა ქალაქის ქუჩებიც. კონკრეტული შემთხვევა მალაყმაძეების ოჯახში პირველი არ არის. იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ – დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. ოჯახს მერიაში განუმარტეს, რომ მათ საკითხს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილების შესახებჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ოჯახს წლებია მეწყრულად საშიშ ზონაში უწევს ცხოვრება. ყველაფერს ერთვის ბათუმის კლიმატი, რომელიც უხვ ნალექიანობით გამოირჩევა.