Galt&Taggart – ბათუმში 2024 წლის მარტიდან ქირის ფასმა ზრდა დაიწყო და ივნისის მონაცემებით, ძველ ბათუმში მ2 11.6 დოლარი ღირს
Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენებს, რომ ბათუმში, 2024 წლის მარტიდან ქირის ფასმა ზრდა დაიწყო და ივნისის მონაცემებით, ძველ ბათუმში მ2 11.6 დოლარი ღირს, ახალ ბულვარში - $12.3, პერიფერიებში კი $10.1.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ ბათუმში 9.4%-ს მიაღწია, თბილისში კი 9.3%, აღნიშნულია დოკუმენტში.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, შესადარ ქალაქებს შორის ბათუმში ქირის შემოსავლიანობა თბილისზე, ბაქოზე, ანკარაზე, მოსკოვზე, ბუქარესტზე, კიშინოვსა და ერევანზე მაღალია.