ბათუმში, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსაბამოდ შესრულდა

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სამუშაოები ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსაბამოა.

ბათუმში, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსაბამოდ შესრულდა

ინფორმაციას ამის შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის – “მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება” ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შესრულებული სამუშაოები მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შეუსაბამოა.

გოგოლის ქუჩაზე მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში შესატან ცვლილებებზე, ექსპერტი წარდგენილი არგუმენტებით მიუღებლად თვლის ცვლილებებს და მოითხოვს დამატებით დასაბუთებას, მათ შორის მიუთითებს, რომ თუ მალები გამონოლითებულია (გადაბმულიახისტი კვანძით), ეს მნიშვნელოვანი დარღვევაა, რითაც იცვლება საანგარიშო სქემა, საჭიროა ხიდის მალებს შორის მოეწყოს სადეფორმაციო ნაკერები.

დაიწყება თუ არა საკითხზე შესაბამისი სამსახურების მიერ გამოძიება ჯერ უცნობია. რაც შეეხება დანახარჯს, პროექტზე ბიუჯეტიდან 2 582 697 ლარი დაიხარჯა.