ვინდა რატომ შეაჩერა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობა და რა განცხადებას აკეთებს „ამბასადორი ბათუმი აილენდსი“
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უწყებამ კომპანიის მიერ 2023 წლის 29 მაისის სკოპინგის განცხადება განიხილა, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას ეხება და აცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144,32 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰა ტერიტორიის ათვისების საჭიროება;
ფაილებში ასახულია მხოლოდ 144,32 ჰა ტერიტორიის პოლიგონი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გაგზავნილ მიმართვაში.
სააგენტოს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლოს მოწყობა და აღნიშნული მოლოები ასახული უნდა იყოს დოკუმენტაციაში.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ“, – აცხადებენ სააგენტოში.
აღნიშნულს მალევე გამოეხმაურა კომპანიის იურისტი რომლის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ვალდებულელები მათთვის მარტივი შესასრულებელია.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება.
პროექტის განმახორციელებელი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 2021 წლის14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორშირეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს„ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს, რომლის100%-იანი წილი ბიზნესმენ ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.
კომპანია ხელოვნური კუნძულის პროექტის დასრულებას 3 წელიწადში გეგმავს.