ძაღლთა თავშესაფარი, იპოდრომი და სარეკრეაციო სივრცე-ბათუმის ინფრასტრუქტურის სამსახური 33 მილიონიან ტენდერს აცხადებს
ბათუმის შემოგარენი სწრაფად ვითარდება. ვინაიდან ქალაქში მიწის მცირე ნაწილიც კი აღარც დარჩა ყველაფერი ნელ-ნელა გადადის ქალაქ გარეთ.
შავიზღვისპირა ქალაქის განაპირას, კერძოდ ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო 33 მილიონიან ტენდერს აცხადებს.
სარეკრიაციო სივრცე, იპოდრომის კომპლექსი და მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ასეთია გეგმა, რომლის განსახორციელებლად კომპანია უნდა შეირჩეს.
აღსანიშანვია, რომ სამუშაოების შესრულების ვადად 2026 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა.