ბათუმში ზაფხულის სეზონზე უძრავი ქონების ფასმა მკვეთრად მოიმატა
შავი ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე ივლისის თვეში ფასებზე მკვეთრი ცვლილებაა როგორც ძველ ასევე ახალ პროექტებზე, ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელსაც “ქოლიერსი” ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად ფასმა მოიმატა და ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით, 5%-ით 1 247 ერთეულამდე ხოლო, ბაზრის ზომა 16%-ით გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, “ბათუმში 2024 ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი პირიქით – 36%-იანი კლება დაფიქსირდა.
შავი ზღვისპირა ქალაქში 2024 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 162 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, კვ.მ.-ზე 951 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- ნათქვამია კვლევაში.