ბათუმში ბინების ფასმა ახალსა და ძველ პროექტებზე მოიმატა – რამდენით გაიზარდა ივნისში უძრავ ქონებაზე ფასები

ზაფხულის სეზონზე შავი ზღვისპირა ქალაქში ბინების ფასი ყოველთვის იმატებს, არც ეს წელია გამონაკლისი, რასაც ივნისის თვის უძრავი ქონების კვლევები ადასტურებს. კონკრეტულად colliers-ის მიხედვით: ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 1,037 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში ბინების ფასმა ახალსა და ძველ პროექტებზე მოიმატა – რამდენით გაიზარდა ივნისში უძრავ ქონებაზე ფასები

„ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 1,037 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით, 6,915 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 11%-ით შემცირდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია კვლევაში.