ბათუმში, ბინების გაყიდვები შემცირდა ხოლო ფასმა ისევ მოიმატა – რა მდგომარეობაა შავი ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე

ბათუმში, ყოველ წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასი იზრდება, ცვლილებას დარგის ექსპერტები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თუმცა ამჯერად წლის მე-2 კვარტალში მომატებული ფასების მიზეზად კვლევითი ორგანიზაცია "გალთ & თაგარტი" ტრანზაქციების შემცირებას ასახელებს.

ბათუმში, ბინების გაყიდვები  შემცირდა ხოლო ფასმა ისევ მოიმატა – რა მდგომარეობაა შავი ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ბაზარზე

უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ kalaki.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის მე-2 კვარტლის მიმოხილვის თანახმად ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3 670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა.

რაც შეეხება ფასის ზრდას, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში კვადრატულის ღირებულება 931$ იყო, გასულ წელს 1 243$, ხოლო წელს 1 366$-ია.

ამავე კვლევის თანახმად გაყიდვები შემცირებულია, როგორც ახალ ასევე მეორად ბაზარზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს ქალაქის ყველა უბანს გარდა ახალი ბულვარისა, სწორედ ამ ტერიტორიაზე გაყიდვებმა 4%-ით მოიმატა.

„ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია გადინებისა განაკვეთების მიგრანტების და მაღალი მიმართ, რაც ეტაპობრივი საპროცენტო უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.

2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული. ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა.

ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი)“, – წერია დოკუმენტში.

შემაჯამებლად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვების კლების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე ფასის კლება არ ფიქსირდება არც ბათუმში და არც თბილისში, მეტიც ყოველწლიურად ტრანზაქციების მატების ან კლების მიუხედავად უძრავ ქონებაზე ფასი იმატებს.