2024 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 30%-ით შემცირდა
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით თებერვალში, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბათუმში გაყიდვების რაოდენობა ახალაშენებულ ბინებზე 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.
შავი ზღვისპირა ქალაქში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ფასი 3%-ით გაიზარდა და მ²-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 აშშ დოლარამდე შემცირდა.
2024 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 30%-ით, 1 120 ერთეულამდე შემცირდა. Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი დოლარი შეადგინა.