ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი გაიზარდა
2023 წლის ივნისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1 295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 59 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – ნათქვამია “ქოლიერსის” კვლევაში.
ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
შავიზღვისპირა ქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად, 81%-ით გაიზარდა. მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება.
ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.