აპრილში ბათუმში ახალ ბინებში მ²-ის საშუალო ფასი $908-მდე გაიზარდა
ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით, 690 დოლარამდე გაიზარდა.
2023 წლის აპრილში ბათუმში სულ 1 133 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
ინფორმაციას RECOV.GE ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბაზრის ზომა 15%-ით 50 მილიონ დოლარამდე არის შემცირებული.
2023 წლის აპრილში ბათუმში სულ 1 133 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
ამ პერიოდში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ით, 690 დოლარამდე გაიზარდა.
„ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის აპრილში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 42%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 28% და 27%-იანი კლება დაფიქსირდა“, – აღნიშნულია საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებულ მონაცემებში.