ბათუმში საბავშვო ბაღების მშენებლობა-გამაგრება აქტიურ ფაზაშია – პროგრამა რომლის ფარგლებშიც ძველ ავარიულ შენობებს რეაბილიტაცია უტარდებათ
პროექტი გასულ წელს დაიწყო და ამ დროისთვის აშენებულია 3 ბაგა-ბაღი ხოლო 16 შენობაზე კი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.
ბათუმში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული, სადაც 150-მდე ადამიანი დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებით.