ბათუმში ახალი ბინების გაყიდვები 10%-ით შემცირდა
ბაზრის ზომა კი 1%-ით 62 მილიონ აშშ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ Colliers Georgia-ს უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ახალაშენებულ ბინებში სეგმენტების მიხედვით მოთხოვნის ცვლილებას, Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობის 21% და 15%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ფასს, ბათუმში მიმდინარე წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 732 აშშ დოლარამდე გაიზარდა.