“ბათუმობა 2024” 27-28 აპრილს გაიმართება-ღონისძიების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარია გათვალისწინებული
"ბათუმობა 2024 წლის" ზუსტი თარიღი ცნობილია, ზღვისპირა ქალაქში მასშტაბური ღონისძიება 27-28 აპრილს გაიმართება.
დღესასწაული ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარია გათვალისწინებული [კონცერტის მონაწილეების ჰონორარებში კი თანხა ცალკე დაიხარჯება].
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, უშუალოდ განრიგი და თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მედიისთვის ჯერ ცნობილი არაა.