ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
დაჯილდოებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმის აჭარაბეთ არენა FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.
FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოვების მასპინძლლობდა, სადაც ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.