ბათუმის შესასვლელთან დაუსრულებელი საცობების განსატვირთად, ბათუმის მერია ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოებას იწყებს
ბათუმის შესავლელში დაუსრულებელი საცობების განსატვირთად, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. უწყების ცნობით, ხიდის რეკონსტრუქციის შედეგად, გაიზრდება საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობა.
განტვირთავს, თუ არა მოძრაობას ინფრასტრუქტურული პროექტი ძნელი სათქმელია, თუმცა აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ხიდს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ადგილობრივები აღნიშნავდნენ რომ საცობები ქალაქის შესასვლელში უფრო შესამჩნევი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების ვადად მიმდინარე წლის დეკემბერია განსაზღვრული.