20 ხიდი და 5 გვირაბი – ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

შავი ზღვის პირა ქალაქში, ბათუმში შესასვლელად ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

20 ხიდი და 5 გვირაბი – ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

ინფორმაციას “საქართველოს გზები” ავრცელებს. აქამდე ბათუმისკენ მიმავალი არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებს კვეთდა, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც ართულებდა. პროექტის მიზანია, განიტვირთოს ტურისტული ზონა და ეკოლოგიურად გაჯანსაღდეს გარემო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 20 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. პროექტი 2024 წელს დასრულდება.