ბათუმის N1 პოლიკლინიკა და სასწრაფოს შენობა წელს აღარ აშენდება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურის ტერიტორიაზე ბათუმის „სასწრაფოს“ და პოლიკლინიკის ახალი შენობები აშენდება და პროექტს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ განახორციელებს. მშენებლობას აჭარის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.
ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ქალაქის N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო დახმარების ახალი შენობების აშენებაზე აჭარის მთავრობამ 2022 წლის თებერვალში მას შემდეგ განაცხადა, რაც ბათუმის მერიის სამმართველომ ერთი დღით ადრე 6,6-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი მერიას მხოლოდ „სასწრაფოს“ მშენებლობაზე ჰქონდა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ცალკე „სასწრაფოს“ შენობის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში კი, ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან 146 299 ლარი აქვს გადახდილი.