ბათუმის “გრანდ მოლში” ექსკალატორზე 9 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა-რას მალავს სავაჭრო ცენტრი და რას ითხოვს მცირეწლოვანის დედა

გრანდ მოლის გახსნაზე ესკალატორმა 9 წლის გოგონა ჩაითრია. დედამ, რეაგირება მოასწრო, თუმცა მოზარდმა, მუხლზე მძიმე დაზიანება მაინც მიიღო. მას, ექვსი ნაკერის დადება დასჭირდა.

ბათუმის “გრანდ მოლში” ექსკალატორზე 9 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა-რას მალავს სავაჭრო ცენტრი და რას ითხოვს მცირეწლოვანის დედა

9 წლის მოზარდი, სამედიცინო ჩარევის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის. დედა, პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს და ამბობს, რომ კომპანია ყველა იმ მტკიცებულებას მალავს, რომლითაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დგინდება.

მცირეწლოვნის დედა სოციალური ქსელით მიმართავს საზოგადოებას, თუ კი ვინმეს, ობიექტის გახსნის დღეს გადაღებული აქვს ფოტო ან ვიდეო, რომლითაც სიმართლის დამტკიცება იქნება შესაძლებელი, მიაწოდოს.

„გრანდ მოლში“ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიამ დღეს, მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სავაჭრო ცენტრში განთავსებული ესკალატორები საექსპლუატაციოდ ტექნიკურად გამართულია და გავლილი აქვს შესაბამისი ინსპექტირება.