ბათუმის აეროპორტს ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი ექნება
სატენდეო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ობიექტი აეროპორტის შენობის მიმდებარედ განთავსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 823 ათას ლარს შეადგენს.
სატენდეო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ობიექტი აეროპორტის შენობის მიმდებარედ განთავსდება.
ტენდერში ამჟამად წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს, პროექტის განხორციელებას აეროპორტების გაერთიანებას შპს აბსოლუტპლუსი 793 ათას ლარად სთავაზობს.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული ობიექტი 7 თვის ვადაში უნდა ააშენოს.