ბათუმში, “ბენზეში” პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება
ხიდის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მერიას შპს „თაუერ ჯგუფმა“ მიმართა. კომპანია ოდისეი დიმიტრიადის 1ა-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
მერია განმარტავს, რომ მშენებარე ობიექტის წინ (ბათუმი ცენტრალის მიმდებარედ), ავტომაგისტრალზე, ინტენსიური მოძრაობაა, რაც შემაფერხებელი გარემოებაა ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით კი, სანაპირო ზოლთან უსაფრთხოდ მისვლის თვალსაზრისით.
„ამ ფაქტორების გათვალისწინებით მათ მიერ შემუშავებულ და განსახორციელებელ პროექტში გათვალისწინებული იქნა ევროსტანდარტების შესაბამისი ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.