რაში დაიხარჯა მილიონობით ლარი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან და რა გაკეთდა ბათუმში ტურიზმის განვითარებისთვის

ბათუმში ტურიზმის განვითარებისთვის გასულ წელს მილიონობით ლარი დაიხარჯა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია, ტურისტული მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე და ათვისებულ თანხებზე.

რაში დაიხარჯა მილიონობით ლარი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან და რა გაკეთდა ბათუმში ტურიზმის განვითარებისთვის

როგორც ირკვევა საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გამოყოფილი იყო აჭარის ტურისტული მარკეტინგისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კერძოდ, 7.903 მლნ ლარი იყო, საიდანაც, აუდიტის თანახმად, ბიუჯეტი 90.3%-ით შესრულდა.

ამასთანავე, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ აჭარაში ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის 2023 წელს გამოყოფილი იყო 1.910 მლნ ლარი, საიდანაც აუთვისებელი დარჩა დაახლოებით 134 ათასი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტის შესრულება 92.9% იყო.

აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის გამოყოფილი იყო 5.579 მლნ ლარი, საიდანაც მხოლოდ 5.205 მლნ ლარის ათვისება მოხერხდა (ბიუჯეტის შესრულება 93.3%).

დაბოლოს, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 782.1 ათასი ლარი.