ბათუმი 2024 წლის TOP-20 ტურისტულ მიმართულებას შორისაა რა კვლევას აქვეყნებს European Best Destinations

“დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გაცილებით უფრო გასაოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია."-ასე აფასებს ქართულ საკურორტო ზონას European Best Destinations, რომელმაც ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც, 172 ქვეყნის 1 მილიონზე მეტი მოგზაურის მიერ არჩეული ევროპის 2024 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია განხილული. მოგზაურები 500 სხვადასხვა ქალაქიდან მათთვის გამორჩეულს აძლევენ ხმას, შედეგებით კი TOP-20 დგინდება, რომელშიც წელს ბათუმიც მოხვდა .

ბათუმი 2024 წლის TOP-20 ტურისტულ მიმართულებას შორისაა რა კვლევას აქვეყნებს European Best Destinations

ამ მნიშვნელოვან ჩამონათვალში ბათუმაა მე-5 ადგილი დაიკავა.

“დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი გაცილებით უფრო გასაოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია.

აჭარის რეგიონი გამორჩეული დანიშნულებაა, თუ სიახლეს ეძებთ. ბათუმში დაგხვდებათ ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები და კარგად შემონახული ტრადიციული მემკვიდრეობა. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით, ბათუმს გამოარჩევს ბუნებრივი მწვანე საფარი. აქვე შეხვდებით მე-19 საუკუნის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც მდიდარია იშვიათი ჯიშის მცენარეებით. თავად ქალაქის შემოგარენში სამ ეროვნულ პარკს შეხვდებით, რომლებიც UNESCO-ს მიერაა აღიარებული.

ქალაქის არქიტექტურა მე-19 საუკუნეში ევროპელმა არქიტექტორებმა შექმნეს, როდესაც ბათუმი საპორტო ქალაქად იქცა. ბათუმი მშობლიური მხარეა სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ხალხისთვის, სადაც მართლმადიდებლურ, კათოლიკურ თუ სომხურ ეკლესიებთან ერთად, მეჩეთები და სინაგოგები ჰარმონიაში თანაარსებობენ საუკუნეების განმავლობაში”, – წერს European Best Destinations-ი.