ლამაზი და ბრჭყვიალა ბათუმის უკან დგას ასეთი ქუჩები-ზღვისპირა ქალაქის სხვა მხარე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ბათუმის სხვა მხარეს ნამდვილად დაგანახებთ.

ლამაზი და ბრჭყვიალა ბათუმის უკან დგას ასეთი ქუჩები-ზღვისპირა ქალაქის სხვა მხარე

“სასოწარკვეთის მომხმარებელთა ჯგუფში” გვანცი ჯინჭარაშვილი, ვიდეოს ავრცელებს, და წერს, რომ ეს ბათუმის ლამაზი ნაწილის მიღმა ხდება. მოშლილი ინფრასტრუქტურა, ღია საკანალიზაციო სისტემა და ჭაობად ქცეული უბანი, სადაც დიდი ხანია არაფერი შეცვლილა.

“ლამაზი და ბრჭყვიალა ბათუმის უკან დგას ასეთი ქუჩები, მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ქუჩა განსაკუთრებით უყურადღებოდაა დატოვებული. 6 წელია აქ ვცხოვრობ და არანაირი ძვრა და წინსვლა არ აქვს ამ ქუჩის გახალისებისთვის არავის ამოქმედებული, საწგენია და მეტად გაუსაძლისი ასეთ ქუჩაზე ცხოვრება სადაც ტაქსებსაც კი ეზარებათ მოსვლა და მოძრაობა, რომ
არაფერი ვთქვა ბავშვების უსაფრთხოებაზე. ეს არის დასახლება სახელწოდებით “ურეხი” კერძოდ დიდგორის ქუჩა, სადაც XXI საუკუნეში არ არის გაყვანილი კანალიზაცია… ბაყაყების ჰანგები და კოღოების შემოსევა ზაფხულობით მართლა აუტანელია. არ ვიცი ვინ არის ამ უბნის მაჟორიტარი, დარწმუნებული ვარ ჩემს მეგობრებთაგან გეყოლებათ სანაცნობოში და დიდი თხოვნით და მოთხოვნით მიეხედოს ამ უბანს “-წერს ბათუმელი გვანცი ჯინჭარაშვილი.